ჩვენს შესახებ
პულსი TV პირველი სამედიცინო ტელევიზია საქართველოში. (შემეცნებით-გასართობი სატელევიზიო არხი ჯანმრთელობისა და მედიცინის შესახებ) ტელევიზიის პროგრამები შემეცნებითია და მის აუდიტორიას შეადგენენ ის პირები, ვისთვისაც სულერთი არ არის ჯანმრთელობაზე ფიქრი, საინტერესოა ჯანმრთელობასა და მედიცინასთან დაკავშირებული თემები. არხის პროექტების მომზადებაში მონაწილეობას იღებენ საქართველოში ცნობილი ექიმები, თუმცა გადაცემები თავისუფალია სპეციფიური სამედიცინო ტერმინოლოგიისაგან და ძირითადად პოპულარულ, ყველასთვის გასაგებ ფორმასა და შინაარსს ინარჩუნებს. "თქვენი ჯანმრთელობისათვის" - ასეთია ტელეკომპანია "პულსი"-ს მთავარი სლოგანი. შესაბამისად "პულსი"-ს ძირითადი მიზანია აამაღლოს მაყურებლის ელემენტარული სამედიცინო განათლების დონე, ასწავლოს მას, თუ როგორ შეინარჩუნოს ჯანმრთელობა და რა შემთხვევაში მიმართოს ექიმს. ტელეპროექტები ქალებისა და ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის, ქვეყნის სახელგანთქმულ პროფესორთა ლექციები ჯანდაცვის აქტუალურ საკითხებზე, სიახლეები საქართველოს თუ მსოფლიოს სამედიცინო სამყაროდან
კონტაქტი
თბილისი, მ. კოსტავას ქ. N 77
2 18 10 09
2 18 10 09
გადაცემები
ორშ-ხუთშ. - 13:30
პედიატრიული ფაკულტეტი
ორშ-ხუთშ. - 13:30
მონაგარი